ENG

UI/UX დიზაინერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

16 სექტემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტში UI/UX  დიზაინერის პოზიციაზე.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, UX დიზაინერების ჯგუფი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის UX პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება;
  • ინტერფეისის სტრუქტურის, UI მოქაფების და პროტოტიპების შექმნა;
  • დიზაინ სისტემის ბიბლიოთეკის კომპონენტებთან მუშაობა და guideline-ების დაცვა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის გუნდის შიგნით ადვოკატირება;
  • პროდუქტის მენეჯერებთან, დეველოპერებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კოლაბორაცია, მომხმარებლის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად;
  • ციფრული გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების კვლევა და თანამედროვე მიდგომების/პრაქტიკების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • UI/UX დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • XD, Sketch, Figma-ს კარგად ცოდნა;
  • კომპლექსური აპლიკაციების და Web პლატფორმების შემუშავების გამოცდილება;
  • შესრულებული პროექტების პორტფოლიოს წარდგენა.

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

  • CV-ს და პორტფოლიოს განხილვა/გადარჩევა;
  • პირველი ეტაპის გასაუბრება;
  • მეორე ეტაპის გასაუბრება.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე და გაგვიზიაროთ თქვენი პორტფოლიო -  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.