ENG

ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

28 ოქტომბერი, 2023

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ანალიტიკისა და მოტივაციის დეპარტამენტში.

ბიზნეს ამოცანა:

  • უზრუნველყოს ბანკის შიდა მომხმარებლები დროული და ზუსტი საბანკო პროდუქტებისა და კლიენტების ანალიტიკით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაცემების (პროდუქტები, ფილიალები, კლიენტების სეგმენტები, ფინანსური მაჩვენებლები და ა.შ) დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში;
  • პოტენციური კლიენტის სეგმენტების იდენტიფიკაცია, ინფრომაციის შეგროვება, ანალიზი, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ანალიტიკური მონაცემების იდენტიფიცირება, სტანდარტიზირება და მუდმივი მონიტორინგი;
  • მონაცემთა ბაზებიდან, რეპორტებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან საჭირო მონაცემების მოპოვება;
  • მოპოვებული მონაცემების სიჯანსაღის დადგენა;
  • სხვადასხვა ანალიტიკური მოდელების შექმნაში ჩართულობა;
  • ანალიტიკური რეპორტების შექმნა;
  • ბანკის სტრუქურულ ერთეულებთან, მათ შორის, IT რეპორტინგის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსური, კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმატიკის, მათემატიკის ან სხვა ტექნიკური განხრით);
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა;
  • ფინანსურ სექტორში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო სექტორში);
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია ანალიტიკის/რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • SQL, PL\SQL, Python ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • VBA-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • BI Reporting-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მონაცემების მოძიებისა და კვლევის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის მართვა, ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2023 წლის 28 ოქტომბრის  ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამინებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთადაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.