ENG

საოპერაციო კონტროლინგის განყოფილების უფროსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

04 ნოემბერი, 2023

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას საოპერაციო კონტროლინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე,

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტატისტიკური მეთოდოლოგიებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება და საეჭვო/არასტანდარტული ტრანზაქციებიდან შესამოწმებელი სეგმენტის განსაზღვრა;
  • კონტროლის განყოფილებისთვის შესამოწმებელი სეგმენტის განაწილება ვადებში და შესრულების კონტროლი;
  • მომზადებული დასკვნების  და რეკომენდაციების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ბიზნესის მიმართულებებთან შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დავავლებების გაცემა,
  • ფილიალებში და სერვის ცენტრებში ვიზიტების დაგეგმვა,
  • პროცესების შემოწმება პროცედურებთან შესაბამისობაში;
  • პროცესების/პროცედურების ადგილზე შესწავლის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად სათაოს შესაბამის სტრუქტურული ერთეულებისთვის რეკომენდაციების გაცემა და შესრულების მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო სტრუქტურებთან (შ.ს.ს/ფინანსური პოლიცია)თანამშრომლობა ბანკის ინტერესების გათვალისწინებით;
  • საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესებზე ბანკის წარმომადგენლად ყოფნა;
  • სტატისტიკური მეთოდოლოგიებით დაფიქსირებული ტრანზაქცოების შესწავლის შემდგომ Feedback -ის გაზიარება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევებთან შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
  • Fraud მონიტორინგის მიზნებისთვის მიდგომების მუდმივი განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint)  ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა.

უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობ;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის მართვა, ორგანიზებულობა;
  • ადამიანების მართვის უნარი;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2023 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამინებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთადაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.