ENG

კრედიტ ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

23 ნოემბერი, 2023

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას საცალო საბანკო მიმართულებით  კრედიტ ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, საცალო სასესხო პროდუქტების დეპარტამენტი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბიზნეს შემოსავლის მქონე ფიზიკური პირებისთვის საცალო საკრედიტო პროდუქტების მისაღებად დადასტურებული/დაუდასტურებელი შემოსავლების იდენტიფიცირება, ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ფილიალის სესხის დამმუშავებელი თანამშრომლისთვის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტის ბიზნეს ადგილის მონახულება და ყველა შესაძლო რისკის შეფასება;
  • საკრედიტო კომიტეტზე ფილიალთან ერთად სესხის განხილვის პროცესში ჩართვა.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint)  ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2023 წლის 23 ნოემნბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ კონკრეტული პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამინებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთადაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.