ENG

ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

21 ნოემბერი, 2023

აღწერა

ვაცხადებთ ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი,  ფინანსური ანალიზის და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტი

ჩვენთან დაგხვდება:

  • ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო გარემო და ურთიერთობები;
  • გამოცდილი პროფესიონალების გუნდი;
  • სწავლის პროცესის ხელშეწყობა / მორგებული სამუშაო გრაფიკი;
  • მენტორი, რომელიც სტაჟირების პერიოდში გაგიწევს მხარდაჭერას, გაგიზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას და დაგეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

სტაჟირების პერიოდში  სრულად იქნები ჩართული  ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტის სამუშაო პროცესებში, რაც გულისხმობს:

  • როგორც საერთაშორისო, ასეევე ეკონომიკური ინდიკატორებისა და ტრენდების ანალიზს;
  • სექტორული კვლევების გაკეთებას, პოტენციური რისკებისა და შესაძლებლობების აღმოჩენას;
  • მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ანალიზსა და სხვა რეგულატორების ფაქტობრივი და შესაძლო გავლენის კვლევას სხვადასხვა სექტორებზე;
  • რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადებას და მენეჯმენტთან წარდგენას;
  • ბანკის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
  • სეგმენტური და სექტორული ანალიზი;
  • ბანკის მომგებიანობის ზეგავლენის მქონე პროცესებისა და დრაივერების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:

  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკის/საბანკო-საფინანსო მიმართულებით (ასევე, განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს);
  • ეკონომიკის საფუძვლების, ფინანსური აღრიცხვის, ფინანსური ანალიზისა და საოფისე პროგრამების პროფესიული დონე;
  • ეკონომიკური თეორიების და მოდელირების საბაზისო ცოდნა;
  • ფინანსური ბაზრებისა, ინსტრუმენტებისა და საბანკო პროდუქტების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2023 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით

შეტობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.