ადგილმდებარეობა
                            თბილისი
                            სამუშაო საათები
                            სტანდარტული
                            ბოლო ვადა
                            14 ნოემბერი, 2025
                            აღწერა
                            ვაცხადებთ ვაკანსიას საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტის უფროსის  პოზიციაზე.
ლიბერთიში ვეძებთ ლიდერს, რომელსაც აქვს სტრატეგიული ხედვა, ანალიტიკური აზროვნება და გამოცდილება საოპერაციო პროდუქტების მიმართულებით.
 ადგილმდებარეობა- თბილისი, სათაო ოფისი.
ძირითადი მოვალეობები:
- სტრატეგიის ფორმირება და სამიზნე ბაზრის განსაზღვრაში მონაწილეობა;
- საოპერაციო პროდუქტების სტრატეგიის შესრულების მართვა;
- ბაზრის ანალიზი და სტრატეგიის გაუმჯობესება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად;
- პორტფელების მონიტორინგი და გაყიდვების ზრდის მიზნით ღონისძიებების გატარება;
- გაყიდვების პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ბაზრის ანალიზი და ახალი/არსებული პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობა;
- თანამშრომლობითი სამუშაო გარემოს მხარდაჭერა და ცოდნის გაზიარების წახალისება;
- ინოვაციური პროდუქტებისა და პროექტების ინიცირება;
- პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება ახალი პროექტების განხორციელებისთვის;
- სხვა ბიზნეს ერთეულებთან სტრატეგიული თანამშრომლობა და ანგარიშგების მომზადება.
სასურველი უნარები და გამოცდილება:
- საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების ცოდნა;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;
- შედეგზე ორიენტირებული და ინოვაციური მიდგომა.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  career@libertybank.ge  2025 წლის  14 ნეომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემშეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.