ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
10 იანვარი, 2025
აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას მცირე ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს მცირე ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე და გახდი ჩვენიანი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
ძირითადი მოვალეობები:
- მცირე ბიზნესის ზრდის განსაზღვრული მიზნების შესრულების მართვა;
- მცირე ბიზნესის მიმართულებებიდან მიღებული შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
- თბილისის და რეგიონების ფილიალების ქსელში მცირე ბიზნესის მართვა (შემოსავლების მოცულობა; კლიენტების რაოდენობა; ხარისხის მონიტორინგი;
- გაყიდვების ზრდის მონიტორინგი და გაყიდვების გაზრდის მიზნით საჭირო ღონიზძიებების დაგეგვა/გატარება;
- მცირე სესხების გაყიდვების პროცესის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ბაზრიდ ანალიზი, მომსახურების და გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით ახალი/არსებული პროდუქტებისა და გაყიდვების გეგმების შედგენაში მონაწილეობა,დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
- თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, ყოველკვირეული/ყოველთვიური/კვარტალური/წლიური ანგარიშების მიღება, ანალიზი და უკუკავშირის გაზიარება;
- მიმაღთულების ჰანვითარებისათვის ინოვაციური პროდუქტების/პროექტების წარდგენა;
- გარე პარტნიორებთან (არსებული/პოტენციური) მიმართულების განვითარების, ახალი პროექტის/პროგრამების დანერგვისათვის მოლაპარაკებაში მონაწილეობა;
- ბაზრის მოთხოვნის ანალიზი და შესაბამისი დაკვსნის წარგდენა;
- ყოველთვიური/ყოველკვარტლური/წლიური ანგარიშების უშუალო ხელმძღვანელთან/ტოპ მენეჯმენტთან წარდგენა;
- ირადი წლიური გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება: ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
რას ველით შენგან?
- კომუნიკაბელურობას;
- გუნდურობას;
- მოლაპარაკჯების წარმოების უნარს.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.