ENG

მონაცემთა დაცვის სისტემების ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

12 თებერვალი, 2024

აღწერა

  ვაცხადებთ ვაკანსიას მონაცემთა დაცვის სისტემების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემთა გადინების პრევენციის (DLP) პოლიტიკების და პროცედურების შექმნა;
  • მონაცემთა გადინების პრევენციის სტრატეგიების შემუშავება, მხარდაჭერა;
  • მონაცემთა გადინების პრევენციის  სისტემის კონფიგურაციის მხარდაჭერა;
  • მონაცემთა გადინების პრევენციის  წესების კონტროლი და დარეგულირება, ეფექტურობის გაზრდა და (false positive) შეტყობინებების მინიმუმამდე დაყვანა.
  • მონაცემთა დაკარგვასთან ან გაჟონვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შეტყობინებებზე რეაგირება;
  • მონაცემთა გადინების პრევენციის აქტივობებთან, ინციდენტებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება.
  • მონაცემთა გადინების პრევენციის ინფრასტრუქტურის ტექნიკური ანალიზი, შეფასება, გადახედვა, განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მონაცემთა გადინების პრევენციის  პრინციპების და ტექნოლოგიების ცოდნა;
  • სასურველია მონაცემთა გადინების პრევენციის (DLP) პროგრამებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
  • პრობელმის აღმოჩენისა და გადაჭრის უნარი.
  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.