ENG

საცავის უფროსი მოლარე - ოზურგეთი

ადგილმდებარეობა

გურია

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

26 აგვისტო, 2025

აღწერა

თუ გსურს კარიერა საბანკო მიმართულებით განავითარო და მზად ხარ  საჭირო ცოდნა და უნარები გამოიმუშავო - ლიბერთი  განსაკუთრებულ შანსს გაძლევს!

ვაცხადებთ ვაკანსიას საცავის უფროსი მოლარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა-  ოზურგეთი

ძირითადი მოვალეობები:​

  • ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების  წარმოება ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება-გაცემით და საბანკო პროგრამაში  შესაბამისი პროგრამული რეგისტრაციით;
  • საცავის სალაროში გამოვლენილი და სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული საეჭვო/არგადახდითი ფულის აღრიცხვა და  მიღება-გაცემის პროგრამული რეგისტრაციის შესრულების უზრუნველყოფა;
  • ნაღდი ფულის მართვისა და სალაროს/საცავის ლიმიტების კონტროლის,  საცავისა და სალაროს შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო ნაღდი ფულის (როგორც ნომინალების, ასევე კუპიურული წყობის/რაოდენობის) და ფასეულობების განსაზღვრის პროცესებში ჩართულობა;
  • გადამთვლელ მოლარეებზე საჭირო ოდენობის ნაღდი ფულის გადაცემა, საბანკო პროგრამაში შესაბამისი გატარების დარეგისტრირება, შესაბამისი საბუთების წარმოება და გადამთვლელი მოლარეების მიერ პროგრამული გატარებ(ებ)ის დადასტურების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული/საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა,
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@lb.ge​ 2025 წლის 17 მაისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემშეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.