ENG

მიკრო დაკრედიტების ჯგუფის უფროსი - თბილისი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

13 ივლისი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (ისანი-სამგორის რეგიონი)

ძირითადი ფუნქციები:

  • დაკრედიტების პოტენციალის სწორი შეფასება და ანალიზი;
  • საკრედიტო პროდუქტების განიხილვა და დამტკიცება დელეგირებული ლიმიტის ფარგლებში ;
  • საჭიროების შემთხვევაში,  საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების და გაფორმების სრული პროცესის დაცვა;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • თანამშრომლების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პროცესისა და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მიმართულებასთან ერთად სწავლების დაგეგმვა;
  • შესრულებული დავალებების მუდმივი რეპორტინგი რეგიონალურ დირექტორთან.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება; 

სამუშაო გამოცდილება: საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 2  წელი.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • წერითი და ვერბალური ეფექტური კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

 

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lb.ge 2024 წლის 13 ივლისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
 
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.