ENG

საკრედიტო აქტივების მართვის მენეჯერი - თელავი

ადგილმდებარეობა

კახეთი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

25 დეკემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას კახეთის რეგიონში საკრედიტო აქტივების მართვის მენეჯერის (Hard) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თელავისაკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი. 

ძირითადი მოვალეობები:

  • ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მქონე კლიენტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
  • ვადაგადაცილებული საკრედტო ვალდებულებების დაფარვის მოთხოვნა;
  • ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების მქონე კლიენტების ანგარიშების კონტროლი;
  • ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია ბანკისთვის მისაღები პირობებით;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა, ხარისხის გაუმჯობესება, კონტროლი და მონიტორინგი;
  • საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება/ანალიზი;
  • საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირება;
  • ანგარიშგების წარმოება სტანდარტების და პროცედურების მიხედვით;
  • ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება პრობლემური სესხების მიმართულებით;
  • სასურველია - ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცონდა;
  • სასურველია - მართვის მოწმობის ქონა (B კატეგორია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. (Excel, Word, PowerPoint)

პიროვნული უნარები:

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამინებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთადაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.