ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
16 დეკემბერი, 2024
აღწერა
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!
კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული საოპერაციო ბანკირის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- ხარ მოტივირებული და გსურს განვითარება;
- გაქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით (მათ შორის, იურიდიული პირების მომსახურების კუთხით);
- გაქვს გაყიდვებისა და მოლაპარაკების უნარი.
- ფლობ ინგლისურ ან/და რუსულ ენებს;
რისი შესრულება იქნება შენი გამოწვევა?
1. კორპორატიული იურიდიული პირების მომსახურება;
2. კლიენტების საბანკო ოპერაციების მხარდაჭერა:
· მონაწილეობა ახალი კლიენტების ანგარიშების გახსნაში, გადარიცხვებსა და სახაზინო ოპერაციების წარმართვაში.
· ინტერნეტ ბანკის, ბიზნეს ბარათების და სხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება და უზრუნველყოფა.
3. მომხმარებლებთან კომუნიკაცია:
· ყოველკვირეული აქტიური კომუნიკაცია და ტრანზაქციების სტაბილურობის მონიტორინგი.
· პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზება კლიენტებთან თანამშრომლობით.
4. მომხმარებლის ინფორმირება სიახლეებისა და საბანკო პროდუქტების შესახებ:
· კორპორატიული კლიენტების ინფორმირება ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ.
· კლიენტის საჭიროებების მიხედვით გადაწყვეტილებების ინიცირება და შესაბამის გუნდთან ერთად მუშაობა;
· კლიენტებისთვის შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება და მათი ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა.
- 5. კორპორატიული კლიენტების ბაზების მართვა.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2024 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.