ENG

არასაბანკო მხარდაჭერის განყოფილების უმცროსი იურისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

01 ნოემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას არასაბანკო მხარდაჭერის განყოფილების უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

 ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, იურიდიული დეპარტამენტი, არასაბანკო მხარდაჭერის განყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყველა სახის სამართლებრივი დოკუმენტის შედგენა და ანალიზი;
  • ყველა სახის სტანდარტული და არასტანდარტული ხელშეკრულების, ასევე სხვა სამართლებრივი დოკუმენტის ანალიზი და შედგენა მოქმედ ან ახალ საბანკო პროდუქტთან, სხვა საბანკო მომსახურებასთან ან/და ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით;
  • ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტების/ფილიალების არასაბანკო ხელშეკრულებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის ხელშეკრულების დანართების, შეთანხმებების, წერილების შედგენა და ანალიზი;
  • ბანკის მასშტაბით ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებული ბრძანებების/მინდობილობების პროექტების შედგენა და ასევე ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების სისტემატიზაცია;
  • სამართლებრივი დასკვნის წარდგენა ბანკის საქმიანობის ჯეროვანი სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. სამართლებრივი დასკვნის მიწოდება შიდა რეგულაციებთან, პროცედურებთან, სხვა შიდა დოკუმენტაციასთან, ხელშეკრულებებთან ან სხვა სამართლებრივ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ბანკი აფორმებს მესამე პირებთან;
  • ბანკის ინტერესების წარდგენა  კლიენტებთან და კონტრაქტორებთან მოლაპარაკებებში;
  • სისტემატიურად უზრუნველყოს არასაბანკო განყოფილების სამუშაო მიმართულებით  საკანონმდებლო სიახლეების იდენტიფიცირება, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და  ბანკის შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება აღნიშნული ცვლილებების შესახებ;
  • ბანკის სხვა დეპარტამენტებისა და დანაყოფებისთვის სამართლებრივი დასკვნის მიწოდება:
  1. საჭიროების შემთხვევაში ბიზნეს გარიგების მონახაზის შედგენა;
  2. ბიზნეს გარიგების მონახაზის ანალიზი დოკუმენტაციის აღსრულებადობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
  • არასაბანკო განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე პორტალზე სერვისების მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა სახის სამართლებრივი დახმარების გაწევა.

  სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
  • უცხო ენები: ინგლისური და რუსულის ენების ცოდნა;
  • სასურველია სამუშო გამოცდილება  სამართლებრივი მიმართულებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების უნარი.
  • ორგანიზებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.