ENG

საშუალო და კორპორატიული სესხების საკრედიტო რისკების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

05 დეკემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას საშუალო და კორპორატიული სესხების საკრედიტო რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა - სათავო ოფისი, საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საშუალო და კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო განაცხადების განხილვა, ფინანსური უწყისების ანალიზი, რისკების შეფასება, პროექტის კომიტეტზე წარდგენა ან/და გადაწყვეტილების მიღება დელეგირების ფარგლებში;
  • საკრედიტო რისკებზე დასკვნის მომზადება და კომიტეტისათვის წარდგენა; 
  • ბანკი საკრედიტო პროგრამულ მოდულებში მუშაობა: საკრედიტო განაცხადის მიღება/განხილვა/ საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებების მომზადება;
  • საკრედიტო პორტფელის გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლების კონტროლი; 
  • განსახილველ სესხებზე მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასება ბანკში მოქმედი მეთოდოლოგიის შესაბამისად.
  • ბაზრის ტენდენციების რეგულარული ანალიზი სექტორულ ჭრილში.
  • საკრედიტო რისკების მართვასთან დაკავშირებული შიდა პროცედურების შექმნა/ცვლილებაში მონაწილეობა;
  • დამატებით იმ ფუნქციების შესრულება, რაც დაკავშირებულია დაკრედიტების მიმდინარე ამოცანების შესრულებასთან (ხელმძღვანელობის დავალების მიხედვით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - ტექნიკური, ეკონომიკური ან საბანკო მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება - ფინანსურ სექტორში, ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით, მცირე / საშუალო / კორპორატიული სესხების საკრედიტო ანალიტიკოსად ან საკრედიტო რისკების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური აღრიცხვის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა. 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.