ENG

ციფრული პროდუქტების განვითარების უფროსი მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

27 დეკემბერი, 2024

აღწერა

 ვაცხადებთ ვაკანსიას ციფრული პროდუქტების განვითარების უფროსი მენეჯერის  პოზიციაზე.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

        ადგილმდებარეობა- თბილისი, სათაო ოფისი, ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის ან მისი ცალკეული მოდულის განვითარების დაგეგმვა და განხორციელება
  • პროდუქტის გაყიდვების სტრატეგიის შექმნა, დაგეგმა და განხორციელება;
  • პროდუქტის კომერციული მომგებიანობის (Feasibility) შემუშავება.
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად, პროდუქტის საკომუნიკაციო გეგმის შედგენა.
  • პროდუქტის ბექლოგის შექმნა და მართვა, დეველოპმენტის გუნდთან ერთად, ბიზნეს ღირებულებების და კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით;
  • პროდუქტის შემქნის სრული ციკლის კოორდინაცია, კონცეფციიდან რელიზამდე.
  • მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ან ახალი პროდუქტის შექმნის საჭიროების დადგენა;
  •  (სტეიქჰოლდერებთან) დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პროდუქტის კონცეფციის დამუშავება;
  • შექმნილი პროდუქტის ხარისხის და მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ამოცანების, მიზნების და მიღებული შედეგების გაზომვის პარამეტრების განსაზღვრა;
  • კროს-ფუნქციონალურ გუნდებთან კოორდინაცია;
  • პროდუქტის მომხმარებლებთან და სტეიქჰოლდერებთან წარდგენა;
  • ბაზრის ტენდენციების მუდმივი შესწავლა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:    

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  • ციფრული პროდუქტების (web, mobile app) შექმნის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტის გეგმის შემუშავების ცოდნა და გამოცდილება;
  • Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • UX/UI გუნდთან კოლაბორაციის გამოცდილება;
  • პრეზენტაციის შემუშავების და წარდგენის გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:                                 

  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.