ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
20 დეკემბერი, 2024
აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას ციფრული ბანკინგის პროდუქტების მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა - სათაო ოფისი, მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული პროექტების და კამპანიების ინიცირება და მართვა;
- სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტის და KPI-ის შემუშავება;
- სარეკლამო აქტივობების კალენდრის შედგენა და ვადების მონიტორინგი;
- ბიზნეს მიმართულების წინასწარ დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
- მარკეტინგული კამპანიების/პროექტების სამუშაო ბრიფის შემუშავება ბიზნესთან ერთად და შემსრულებელი რგოლებისთვის მიწოდება;
- შესაბამისი დოკუმენტაციით უზრუნველყოფა პროექტის ყველა საფეხურზე;
- პროექტის/კამპანიის რეპორტების მომზადება;
- სარეკლამო კომპანიებთან ან სააგენტოებთან ურთიერთობა;
- საჭიროების შემთხვევაში, გაყიდვების წერტილების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- იმიჯის განმტკიცებისა და საბანკო პროდუქტების განვითარებისაკენ მიმართული ღონისძიებების, მარკეტინგული პროექტებისა და მათი სტრატეგიის დაგეგმვა, სარეკლამო კონცეფციების შემუშავება მარკეტინგული კომუნიკაციის საფუძველზე;
- სარეკლამო კამპანიებში ბანკის ვიზუალური საკომუნიკაციო სტილის დაცვა და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია მარკეტინგისა ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
- მარკეტინგული პროექტის მართვის გამოცდილება;
- ციფრული პროდუქტების (web, mobile app) შექმნაში მონაწილეობის გამოცდილება;
- Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;
- UX/UI გუნდთან კოლაბორაციის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.