ENG

ანაზღაურებადი სტაჟირება კორპორატიული საბანკო მომსახურები მიმართულებით

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

23 დეკემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ანაზღაურებად სტაჟირებას კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით.

ადგილმდებარეობა- თბილისი,  სათაო ოფისი

ვის ვეძებთ:

  • ბაკალავრი, 3/4 კურსის სტუდენტი, მაგისტრანტი/კურსდამთავრებული.
  • სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით.

ჩვენთან დაგხვდება:

  • ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო გარემო;
  • გამოცდილი პროფესიონალების გუნდი;
  • სწავლის პროცესის ხელშეწყობა / მორგებული სამუშაო გრაფიკი;
  • მენტორი, რომელიც სტაჟირების პერიოდში გაგიწევს მხარდაჭერას, გაგიზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას, დაგეხმარება პროფესიულ განვითარებაში,

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაწილეობა კორპორატიული კლიენტების დაკრედიტების, დოკუმენტური ოპერაციების და აკრედიტივების გაცემის მიზნით კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შესწავლაში - ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, საიტ ვიზიტის განხორციელება, კლიენტის კრედიტუნარიანობის განსაზღვრა;
  • მონაწილეობა კლიენტისთვის შესათავაზებელი დაკრედიტების ოპტიმალური სტრუქტურის ფორმირებაში; კლიენტის საქმიანობის შესახებ რეზიუმეს, ბაზრის ანალიზის, კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების და საპროგნოზო გათვლების მომზადება;
  • მონაწილეობა მომზადებული პროექტის/ფინანსური ანალიზის განხილვაში საკრედიტო რისკებთან და საკრედიტო კომიტეტის სხდომაზე დასწრება;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების რეგულირებაში ჩართულობა, კლიენის მიერ შესასრულებელი პირობების შესრულების კონტროლი, მონიტორინგი;
  • ჩართულობა კლიენტის საკრედიტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში და კლიენტისთვის ფინანსური კონსულტაციების გაწევაში;
  • მონაწილეობა პოტენციური კორპორატიული კლიენტების ბაზების მომზადებაში, მათთვის საკრედტო, სახაზინო პროდუქტების, სახელფასე და ბანკის სხვა მომსახურებების შეთავაზების და ათვისების მიზნით.

რა გვჭირდება:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე / წინსვლაზე ორიენტირება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ, განიხილება სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.