ENG

უფროსი აუდიტორი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

11 თებერვალი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა- სათაო ოფისი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
  • აუდიტის პროცესების  მონიტორინგი და კოორდინაცია;
  • პერიოდულად აუდიტის ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად;
  • ბანკის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • ბანკში დანერგილი მონიტორინგის სისტემების შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ბანკის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან;
  • ბანკის ბიზნეს პროცესების აუდიტის დაგეგმვა / პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
  • შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე პროცესში არსებული ნაკლოვანებების / დარღვევების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • აუდიტის დასკვნის მომზადება და განხილვა პასუხიმგებელ პირებთან;
  • აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/შენახვა;
  • აუდიტთან დაკავშირენული სამუშაო დოკუმენტების / ინფორმაციის მოწესრიგება და შენახვა;
  • პერიოდული მონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, აუდიტის/ ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • აუდიტორულ/ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება “Big4”-ში ან საბანკო სფეროში სამუშაო გამოცდილებას);
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
  • სასურველია MS Visio, ასევე SQL, PL\SQL  ენების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა.

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 11 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.