ENG

ბიზნესთან ურთიერთობის მენეჯერი - თბილისი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

ბოლო ვადა

18 თებერვალი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ბიზნესთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი 

ძირითადი მოვალეობები:

  • საშუალო ბიზნესის სეგმენტის კომპანიების მოზიდვა
  • საშუალო ბიზნეს სეგმენტის კომპანიებზე საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების ეფექტური გაყიდვების ორგანიზება და მართვა
  • არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პორთფელის მართვა
  • არსებულ კლიენტებთან ეფექტური საქმიანი და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
  • საკრედიტო პორტფელის ზრდა
  • არასაკრედიტო პორტფელის ეფექტურობის ზრდა, ბანკის მიერ განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის ჩატარებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების რეპორტების მომზადება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო/საფინანსო სექტორში
  • სასურველია ბანკში მუშაობის გამოცდილება, მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტის მიმართულებით

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

  • ანალიტიკური აზროვნება
  • საბანკო ოპერაციების, პროდუქტების/ინსტრუმენტების ზოგადი ცოდნა
  • ურთიერთობების ეფექტურად დამყარების უნარი
  • ორგანიზაციული და დაგეგმვის ძლიერი უნარები

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა  და  გამოცდილების შესაბამისად.

 

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lb.ge 2025 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.