ENG

უფროსი ბიზნეს საკრედიტო ანალიტიკოსი - თბილისი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

ბოლო ვადა

18 თებერვალი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი ბიზნეს საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოს საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენი პროექტის სრულყოფილად მომზადება
  • საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განახორციელოს კლიენტთან ადგილზე ვიზიტი
  • არსებული საკრედიტო პორტფელის მართვა და ეფექტურობის ხარისხის ამაღლება
  • ბანკის საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისი რისკიანობის გათვალისწინებით, იზრუნოს ინდივიდუალური პორტფელის გაზრდაზე
  • იზრუნოს გეგმების სისტემატურ შესრულებაზე
  • იზრუნოს საკრედიტო პორტფელის გეგმიურ მონიტორინგებზე, გაცემული სასესხო პროდუქტების გეგმიურ დაფარვებზე
  • უზრუნველყოს საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების გუნდების მხარდაჭერა და შემდგომი მომსახურება, ბანკში მოქმედი ყველა შესაბამისი პროცედურის, ინსტრუქციების  და საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრული დაცვით
  • კლიენტის კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნით, აწარმოოს კლიენტებთან წინასწარი ინტერვიუები
  • ზედმიწევნით ფლობდეს საკრედიტო პროდუქტების და საქმიანობის შესახებ ყველა დაკავშირებული ბრძანების, პროცესის, პროცედურების შესახებ ინფორმაციას
  • უზრუნველყოს უშუალო ხელმძღვანელისთვის ჩატარებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების რეპორტების მომზადება/ანალიზი

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

  • ფინანსური უწყისების მომზადებისა და ანალიზის კარგი უნარები
  • საბანკო სფეროში გამოყენებული კომპიუტერული პროგრამების MS Excel, PPT ზედმიწევნით კარგად ცოდნა
  • საბაზისო ბუღალტრული სტანდარტების ცოდნა
  • საკრედიტო კომიტეტზე პროექტის წარდგენის და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • თვითდისციპლინა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა  და  გამოცდილების შესაბამისად.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lb.ge 2025 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.