ENG

მერჩანტების მხარდაჭერის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

08 სექტემბერი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ  ვაკანსიას მერჩანტების მხარდაჭერის სპეციალისტის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  სათაო ოფისი, მერჩანტ ექვაირინგისა და მხარდაჭერის განყოფილება, ბარათებისა და გადახდების დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი მერჩანტის განაცხადის განხილვა/რეგისტრაცია/გაუქმება/ცვლილება/ფუნქციონალების აქტივაცია/დეაქტივაცია;
  • მერჩანტებთან დაკავშირებული დოკუმენტების სისწორის მონიტორინგი და ფაილინგი:
  • ტერმინალების მონიტორინგი: არააქტიური ტერმინალების პერიოდული მონიტორინგი;
  • მერჩანტების საგარანტიო დეპოზიტების ლიმიტების მონიტორინგი;
  • ტერმინალზე დაწესებული ლიმიტების მონიტორინგი;
  • ობიექტებზე განთავსებული ტერმინალების რაოდენობის მონიტორინგი;
  • ყოველთვიურად ტერმინალის ამონაწერის მომზადება და მერჩანტებთან უკუკავშირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება, საურველია საბანკო-საფინანსო მიმართულებით;
  • საურველია მინ. ერთ წლიანი გამოცდილება მერჩანტებთან ურთიერთობის მიმართულებით;
  • ბანკის საბარათე პროდუქტების ცოდნა;
  • პროცესინგის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel);
  • ინგლისური/რუსული ენების ცონდა.

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ მისამართზე: career@lb.ge  2025 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.