ადგილმდებარეობა
იმერეთი
სამუშაო საათები
ბოლო ვადა
09 სექტემბერი, 2025
აღწერა
ლიბერთი — პროფესიული ზრდის შესაძლებლობებისა და ადამიანებზე ორიენტირებული კულტურის მქონე ბანკი — ეძებს მიზანდასახულ და გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც ისწრაფვის განვითარებისაკენ. შემოუერთდი გუნდს, რომელიც აფასებს შედეგს, მხარდაჭერას და პროფესიონალიზმს.
ვაცხადებთ ვაკანსიას ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე საცალო გაყიდვების დეპარტამენტში
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, საჩხერე, სამტრედია, ზესტაფონი
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია და საბანკო პროდუქტების შეთავაზება
- კლიენტთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი პროდუქტების შერჩევა
- გაყიდვების განხორციელება და წარმატებული გაყიდვის შემთხვევაში პროდუქტის აქტივაცია
- არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების წარმოება, განახლება და მონიტორინგი
- გაყიდვების გეგმების შესრულება და მიზნებზე ორიენტირებული მუშაობა
პოზიციისთვის საჭირო გამოცდილება:
უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება - სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება, გაყიდვების მიმართულებით.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@lb.ge 2025 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.