ENG

სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

07 მაისი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი, ბიზნესის უწყვეტობისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილება

ძირითადი მოვალეობები:

  • სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა;
  • მონაწილეობა სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დაგეგმვასა და მონტაჟში; პროექტების ჩაბარება და საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმება;
  • საევაკუაციო გეგმების შექმნის პროცესში ჩართულობა, შესრულების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი განთავსება შესაბამის ლოკაციებზე;
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (სახანძრო სიგნალიზაცია, საევაკუაციო გახმოვანება, სახანძრო ვენტილაცია, ავარიული განათება, ავტომატური ხანძარქრობა, სახანძრო წყალმომარაგება) მონიტორინგი;
  • სახანძრო პრაქტიკული სწავლებების ჩატარება;
  • ცეცხლმაქრების და საევაკუცაიო გასასველლების პერიოდული მონიტორინგი;
  • სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაფრთხილებელი ნიშნების დამზადებაში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში მათი განთავსება შესაბამის ლოკაციებზე;
  • სათავო ოფისის პერიოდული ინსპექტირება სახანძრო უსაფრთხოების დარღვევების იდენტიფიკაციის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებისა ან/და სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით;
  • კანდიდატს გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა/სასწავლო კურსი;
  • სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ან/და საერთაშორისო დონეზე;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოწმობა.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 7 მაისის  ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია/ქალაქი/რეგიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.