ENG

ოქროს სალომბარდო სესხების რეგიონალური ექსპერტ-კონტროლიორი

ადგილმდებარეობა

აჭარა

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

13 ივნისი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას აჭარის რეგიონში, ოქროს სალომბარდო სესხების რეგიონალური ექსპერტ-კონტროლიორის  პოზიციაზე.

ადგილმდებაორეობა - ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის მიერ უზუნველყოფაში მიღებული ძვირფასეულობის შეფასების სიზუსტის გადამოწმება;
  • სინჯთა უზუსტობის, სიყალბის და სხვა შეუსაბამობის გამოვლენა;
  • გადამოწმების პროცესში დაფიქსირებული შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისი აქტის  შექმნა და ინფორმირება შესაბამისი მიმართულებით;
  • სამუშაო პროცესის რეპორტინგის წარმოება;
  • ფილილაებში ვიზიტების განხორციელება ძვირფასი ნივთების გადამოწმების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი;
  • აუცილებელია ძვირფასი ლითონების და მათი სინჯების ცნობა (სასურველია ძვირფასი თვლების ცნობაც).
  • საფინანსო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

საყურადღებოა: აუცილებელია კანდიდატს გააჩნდეს მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანა, რადგან ფილიალებში ვიზიტების განხორცილება თანამშრომელს მოუწევს საკუთარი ავტომობილით  (ბანკის მხრიდან საწვავის ხარჯის ანაზღაურებით).

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომშიკანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.