ENG

პროდუქტის მფლობელი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

25 ივნისი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, პროდუქტების და პროცესების განვითარების დეპარტამენტი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბიზნეს პროცესების ანალიზი და მოდელირება;
  • ახალი ბიზნეს პროცესების აღწერა/დოკუმენტირება;
  • ბიზნეს პროცესში სხვა განყოფილებების ჩართულობის განსაზღვრა და მათი მოთხოვნების გათვალისწინება, დავალების შეთანხმება დიზაინის პროცესში;
  • სხვადასხვა გუნდებთან ერთად მუშაობა, ახალი პროდუქტის,  მახასიათებლების განსაზღვრის, პროცესის დადიზაინების და გამართვის კუთხით;
  • პროცედურების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების განახლება;
  • ბიზნეს მოთხოვნის / პროექტების / დავალების ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის / აღწერილობის (მათ შორის ტექნიკური და დიაგრამების), სტანდარტის-პროცედურის მომზადება ან/და რეკომენდაციის მიწოდება;
  • ბანკში არსებული პროდუქტების-პროცესების მუდმივი ანალიზი, განვითარებაზე და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel. PowerPoint, Outlook);
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია/ქალაქი/რეგიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.