ENG

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

21 ივლისი, 2025

აღწერა

 

ვაცხადებთ ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი, ბიზნესის უწყვეტობისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილება

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის მომსახურე შრომის უსაფრთხოების კომპანიისგან მიღებული რისკების დოკუმენტების ანალიზი, მითითება/რეკომენდაციების გაცემა,საფრთხის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და დანერგვა სამუშაო სივრცეში;
  • შრომის უსაფრთხოების პრაქტიკების, პროცედურებისა და საშუალებების გადახედვა რისკების შესაფასებლად და კანონებთან შესაბამისობისთვის;
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • კონკრეტულ თანამშრომელთა ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა და ვარგისიანობაზე პერიოდული კონტროლი;
  • რეკომენდაციების გაცემა პრობლემების გადაწყვეტის, გაუმჯობესების შესაძლებლობების/პრევენციის ახალ ზომებთან დაკავშირებით;
  • ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან და შესაბამის პირებთან შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციების, პრობლემებისა და სტატისტიკების შესახებ;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების კონტროლი სათავო ოფისსა და მომსახურე ერთეულებში (ფილიალი, სერვისცენტრი და ა.შ.) და შესაბამისი ჩართულობა;
  • შრომის უსაფრთხოებასთან ასოცირებულ კონტრაქტორებთან ურთიერთობა; სტანდარტების შესაბამის დაგეგმვაში, პროექტირებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებისა მიმართულებით;
  • კანდიდატს გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა/სასწავლო კურსი;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოწმობა.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ career@libertybank.ge  2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია/ქალაქი/რეგიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.