ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
25 სექტემბერი, 2025
აღწერა
ლიბერთი - გაძლევს შესაძლებლობას დაიწყო კარიერა ფინანსურ სექტორში. ისწავლო, განვითარდე და გახდე ჩვენიანი!
არ გაქვს გამოცდილება, მაგრამ გინდა სცადო თავი საბანკო სფეროში? ლიბერთი ბანკის გუნდი მზადაა შეგასწავლოს და დაგასაქმოს მინი საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე!
ჩვენ გთავაზობთ:
- ინდივიდუალ მენტორს, რომელიც შეგასწავლის საკრედიტო მიმართულების საქმეს;
- ტრენინგებს, რომელიც დაგეხმარება საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში, ასევე, ტრენინგებს, რომლებიც განავითარებს თქვენს კომუნიკაციურ, ლიდერულ და სხვა პიროვნულ თუ პროფესიულ უნარებს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- 6 თვეში დაწინაურებას შედეგებიდან გამომდინარე.
ინდივიდუალური მენტორი:
- დაგეხმარება შენი უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში.
- უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას შესაბამისი ტრენინგების დახმარებით;
- დაგეხმარება ორგანიზაციული კულტურისა და სამუშაო გარემოსადმი სწრაფ ადაპტაციაში;
შენი მთავარი ამოცანა იქნება:
- ბიზნეს კლიენტების მოძიება და მათთვის სესხის პროდუქტების გაცნობა;
- მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
- საკრედიტო პორტფელის მართვა და რეპორტინგი.
- ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
გაჩვენებ შენს კარიერულ ბილიკს ↓

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Jobs@lb.ge 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.