ENG

ოქროს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლი

ადგილმდებარეობა

ქვემო ქართლი

სამუშაო საათები

6 დღიანი სამუშაო კვირა

ბოლო ვადა

30 აპრილი, 2019

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას ოქროს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: მარნეული.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის იდენტიფიკაცია; ძვირფასი ლითონის შეფასება და სესხის პროგრამული რეგისტრაცია;
  • უზრუნვეყოს მიღებული ძვირფასი ლითონის ფორმირება ბანკში არსებული წესით და სტანდარტით;
  • განახორციელოს სალომბარდე სესხის პირობების ცვლილება;
  • აწარმოოს სალომბარდე სესის გაცემასთან დაკავშირებული ფაილინგის წარმოება/შენახვა;
  • უზრუნველყოს სესხის დაფარვების კონტროლი და შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა კლიენტებთან.
  •  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი;
  • ოქროს ლომბარდში მუშოაბის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მუდმივი მზადყოფნა დახმარებისთვის;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.