ENG

ეკონომისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

15 ოქტომბერი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ეკონომისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, მაკროეკონომიკისა და კვლევების ჯგუფი, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები:

მაკროეკონომიკური ანალიზი, ბაზრისა და სექტორების კვლევები, რომელიც მოიცავს:

  • ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების მოძიებას, შეჯამებას და პრეზენტაციას;
  • ყოველთვიური მაკროეკონომიკური ნიუსლეთერისთვის მონაცემთა მოძიებას, ანალიზს და რეპორტინგს;
  • მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ინდიკატორების სხვადასხვა წყაროდან ერთად თავმოყრას, Data Warehouse-ის შექმნას და ყოველთვიურ განახლებას;
  • სექტორული კვლევების რეპორტების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღებას, მონაცემთა მოძიებას და ვიზუალიზაციას.
  • ქვეყნის საბანკო სექტორში არსებული სიახლეების, როგორც რიცხვობრივ, ასევე სტრატეგიულ ანალიზს;
  • ქვეყნის და საერთაშორისო ეკონომიკური ინდიკატორებისა და ტრენდების ანალიზს;
  • მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ანალიზსა და (სხვა რეგულატორების ფაქტობრივი) შესაძლო გავლენის კვლევას სხვადასხვა სექტორებზე;
  • მონაცემთა დამოუკიდებლად მოძიებას, ორგანიზებას, დამუშავებას, ანალიზსა და ძირითად მესიჯებად გარდაქმნას;
  • რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადებას და მენეჯმენტთან წარდგენას.

რას ველით შენგან?

  • უმაღლესი განათლება საბანკო-საფინანსო/ეკონომიკის მიმართულებით;
  • ეკონომიკური მოდელირება და პროგნოზირება,  ფინანსური ანალიზი, საოფისე პროგრამების ცოდნას;
  • Power BI და SQL გამოცდილება განიხილება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატორი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 15 ოქტომბრის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.