ENG

ლაიფსთაილ განვითარების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

24 ნოემბერი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ლაიფსთაილ განვითარების მენეჯერიპოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ლოიალობის განვითარების განყოფილება, ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მიზნობრივი მერჩანტების შერჩევა და პარტნიორების სტრატეგიული სიის შემუშავება.
  • მერჩანტებთან კომუნიკაცია, ახალი პარტნიორების მოძიება,შეთანხმება და კონტრაქტების გაფორმება.
  • პარტნიორული ურთიერთობების მართვა, არსებული მერჩანტების მხარდაჭერა/მონიტორინგი.
  • კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ქეშბექის კამპანიების ადმინისტრირება. ინვოისინგის მართვა, ფინანსურ გუნდთან და პარტნიორებთან შეთანხმება და ანგარიშსწორება.
  • ანალიტიკა და რეპორტინგი, კამპანიების შედეგების შეფასება.
  • ბანკის დაკავშირებულ მიმართულებებთან დეტალური კომუნიკაცია და კოორდინაცია.
  • საქმიანობის პროცესის აღწერა/საჭიროების შემთხვევაში პროცედურის შემუშავება.
  • მარკეტინგთან/ბანკის შესაბამის ერთეულებთან ერთად სეგმენტური მომხმარებლებისთვის შეთავაზებების შექმნა, კომუნიკაციის არხების შერჩევა/კოორდინაცია.
  • ინოვაციური შეთავაზებების შემოტანა, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, ახალი იდეების შეთავაზება;
  • საიტის კონტენტის მონიტორინგი და მართვა, lifestyle სექციაში ინფორმაციის განთავსება/განახლება, მომხმარებლისთვის აქტუალური შეთავაზებების უზრუნველყოფა.
  • Newsletter-ის კოორდინაცია – WM მომხმარებლებისთვის საინფორმაციო ბიულეტენების მარკეტინგთან ერთად მომზადება/გავრცელება.
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა – lifestyle შეთავაზებებთან დაკავშირებული კითხვებისა და პრობლემების გადაჭრა.
  • ბიუჯეტისა და რესურსების მართვა, კამპანიების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და პროგნოზირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საცალო/კორპორატიული გაყიდვების/მომსახურების განხრით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან პირადი საკონტაქტო პორტფელის არსებობა - ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint)  ცოდნა;
  • სავალდებულოა უცხო ენების -ინგლისური, რუსულის ცოდნა.

 

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • გუნდურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მენეჯმენტი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 24  ნოემბრის  ჩათვლით.

ნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.