ENG

იურისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

27 ნოემბერი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი,  საბანკო მომსახურების მხარდაჭერის განყოფილება, იურიდიული დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • საოპერაციო (არასაკრედიტო) პროდუქტებთან და საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით სტანდარტული და არასტანდარტული ხელშეკრულებების შაბლონებისმომზადება/განხილვა/ცვლილება;
  • კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი. შესაბამისი პირობების ასახვა საბანკო მომსახურებებთან დაკავშირებულ სტანდარტულ ხელშეკრულებებში;
  • ბანკის შიდა პროცესებში/პოლიტიკებში/პროდუქტებში დაგეგმილი ცვლილებების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი პირობების ასახვა სტანდარტულ ხელშეკრულებებში;
  • ბანკის კონტრაქტორებთან გასაფორმებელი სტანდარტული და არასტანდარტული დოკუმენტების მომზადება, მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა;
  • საოპერაციო პროდუქტებთან და საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; საჭიროებისამებრ, ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დოკუმენტების გადახედვა/რეკომენდაციების გაცემა;
  • შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სტანდარტული ხელშეკრულებების მომზადება და შრომით საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციის გაწევა;
  • ბანკის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი პროცესების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება სხვა ბანკში/ფინანსურ ინსტიტუტში გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუალო/B1 დონეზე ცოდნა.


უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.