ლიბერთი — პროფესიული ზრდის შესაძლებლობებისა და ადამიანებზე ორიენტირებული კულტურის მქონე ბანკი — ეძებს მიზანდასახულ და გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც ისწრაფვის განვითარებისაკენ. შემოუერთდი გუნდს, რომელიც აფასებს შედეგს, მხარდაჭერას და პროფესიონალიზმს.
ვაცხადებთ ვაკანსიას სესხის ოფიცრის პოზიციაზე მიკრო დაკრედიტების მიმართულებით.
ადგილმდებარეობა:
თბილისი
იმერეთი: ამბროლაური, ბაღდათი, ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა, ცაგერი, ტყიბული, ხარაგაული, ვანი, ზესტაფონი, წყალტუბო.
კახეთი: ახმეტა,დედოფლისწყარო,გურჯაანი,ყვარელი,ლაგოდეხი,საგარეჯო,წნორი, თელავი
აჭარა: ბათუმი,ქედა,ხელვაჩაური, ხულო, ქობულეთი, შუახევი.
სამეგრელო-გურიის რეგიონი: აბაშა, ჩოხატაური, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ხობი, ოზურგეთი, სენაკი, მესტია
ქვემო ქართლის რეგიონი: ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, მარნეული, წალკა,
შიდა ქართლი-სამცხე ჯავახეთის რეგიონი:ადიგენი, ახალქალაქი, ბორჯომი, დუშეთი, ქარელი, კასპი, ხაშური, მცხეთა, ნინოწმინდა, ახალციხე, ახალქალაქი, გორი.
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება , კომიტეტზე წარდგენა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემა;
- პორტფელის მართვა და მუდმივი მონიტორინგი;
პოზიციისთვის საჭირო გამოცდილება და უნარები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სასურველია საბანკო/საფინანსო მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება დაკრედიტების მიმართულებით;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Jobs@lb.ge 2026 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.