ENG

მომსახურების სტანდარტიზაციის დისტანციური მართვის ჯგუფის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

19 იანვარი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას მომსახურების სტანდარტიზაციის დისტანციური მართვის ჯგუფის სპეციალისტის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, საოპერაციო დეპარტამენტი, წინა ხაზის მომსახურების სტანდარტიზაციის განყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის მომსახურე ერთეულებში მიმდინარე თემატურ ბიზნეს პროცესებზე  გეგმიური და არაგეგმიური დისტანციური მონიტორინგის განხორციელება.
  • შეფასების ფორმების/შემაჯამებელი დასკვნის მომზადება;
  • გეგმიური და არაგეგმიური კამერალური მონიტორინგის განხორციელება;
  • ბიზნეს პროცესების/პროდუქტების შეთავაზებების, მომსახურების ხარისხის დისტანციური მონიტორინგის შედეგების ანალიზი;
  • ფილიალებსა/და დისტანციური მომსახურების ცენტრში განხორციელებული ვიდეო/აუდიო მონიტორინგის შედეგების შესახებ შემაჯამებელი  ანგარიშგებების მომზადება;
  • მომხმარებლებთან, მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით  გაგზავნილ  SMS-ზე მიღებული უკუკავშირის მონიტორინგი/ანალიზი და დასკვნის/შემაჯამებელი ანგარიშგების მომზადება. 
  • დისტანციური მონიტორინგის/SMS შეფასების საფუძველზე მიღებული შედეგების სტატისტიკური დამუშავება/ანალიზი;
  • შემოსული პრეტენზიის/ინციდენტის ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელება, შედეგების შესახებ დასკვნის და ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბანკო სფეროში მუშაობის მინ. 2 წლიანი  გამოცდილება;
  • ეროვნული ბანკის/მარეგულირებელი ორგანოების ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საოპერაციო/საკრედიტო პროდუქტების და პროცესების ცოდნა;
  • საბანკო პროგრამების  ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Windows: Word, Excel, Powepoint; Outlook;
  • უცხო ენების ინგლისური,  რუსული (სასურველია) ცოდნა.

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

 

ოგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 19 იანვრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.