ENG

ანალიტიკის ჯგუფის უფროსი - ბათუმი

ადგილმდებარეობა

აჭარა

სამუშაო საათები

ბოლო ვადა

17 თებერვალი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას საშუალო ბიზნესის ანალიტიკის ჯგუფის უფროსის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საკრედიტო საქმიანობის წარმართვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საკრედიტო გეგმების ზრდისა და შესრულების მონიტორინგი;
  • პორტფელის მოცულობის და მომგებიანობის  მაჩვენებლების ზრდაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებული საკრედიტო ანალიტიკოსების მიერ მომზადებული სესხების/გარანტიების პროექტების განხილვა; მათი დახმარება საკრედიტო კომიტეტისთვის მომზადებასა და კომიტეტზე დამტკიცება/გაცემაში;
  • საჭიროების შემთხვევაში,  საკრედიტო პროდუქტების გაყიდვებისა და გაფორმების სრული პროცესის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი ახალი თანამშრომლების ონბორდინგის და სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა.  ასევე  არსებული თანამშრომლების პროფესიული უნარების და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; სასურველია ეკონომიკა/საბანკო საქმე/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

  • ფინანსური უწყისების მომზადების ცოდნა;
  • საბაზისო ბუღალტრული სტანდარტების ცოდნა;
  • ანალიზის კარგად განვითარებული უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lb.ge 2026 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.