ENG

ჯგუფის უფროსი -სტრატეგიული პროექტებისა და M&A მიმართულებით

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

18 თებერვალი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას: ჯგუფის უფროსის პოზიციაზე  სტრატეგიული პროექტებისა და M&A მიმართულებით, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტში.

ადფილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სტრატეგიული პროექტები და ფინანსური შეფასება:

  • ბიზნეს ქეისების ფინანსური მოდელირება (DCF, NPV, IRR, scenario & sensitivity analysis);
  • მსხვილი კორპორატიული და სტრუქტურირებული სესხების ფასის (pricing) და მომგებიანობის (profitability) ანალიზი (ROE, NPV, economic profit);
  • სტრატეგიული და საინვესტიციო პროექტების ფინანსური შეფასების მეთოდოლოგიის მუდმივი განვითარება;
  • კაპიტალის განაწილების პროცესის მხარდაჭერა და პროექტების პრიორიტეტიზაცია;
  • პროექტების პოსტ-იმპლემენტაციის ფინანსური ანალიზი (Back test);

M&A და მიზნობრივი ბაზრების შეფასება:

  • მიზნობრივი ფინანსური ბაზრების (target markets) სტრატეგიული და ფინანსური ანალიზი;
  • პოტენციური M&A სამიზნე კომპანიების იდენტიფიკაცია და შერჩევა (long list / short list);
  • სამიზნე კომპანიების ფინანსური შეფასება (standalone valuation, synergies, accretion/dilution);
  • გარიგებების სტრუქტურის ანალიზი(price, consideration, financing structure);
  • M&A პროექტების ფინანსურ due diligence პროცესში მონაწილეობა და კოორდინაცია;
  • პოსტ-მერჯერის ფინანსური ინტეგრაციის შეფასება (PMI readiness, value capture);

კომიტეტები და ტოპ მენეჯმენტი:

  • M&A და საინვესტიციო კომიტეტის პროცესების ორგანიზება და მართვა;
  • მასალების მომზადება (investment memo, valuation pack, IC deck);
  • გარე კონსულტანტებთან თანამშრომლობა (IB, Big4, legal advisors)
  • ტოპ მენეჯმენტთან და Supervisory Board-თან კომუნიკაცია

გუნდის მართვა:

  • ფინანსური ანალიტიკოსების გუნდის მართვა, განვითარება და შესრულების შეფასება;
  • მაღალი ხარისხის ანალიტიკური სტანდარტების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნესში ან მონათესავე სფეროში;
  • სასურველია: MBA, MSc Finance, Financial Qualifications Completed/Candidate (CFA, CAIA, ACCA, etc.);
  • 4–6 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიულ ფინანსებში, სტრატეგიაში, M&A-ში ან ინვესტიციებში;
  • სასურველია გამოცდილება საბანკო, ფინანსურ ინსტიტუტში ან consulting-ში;
  • მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე

პროფესიული უნარები:          

  • Advanced valuation (DCF, comps, precedent transactions);
  • სინერგიების შეფასება და accretion/dilution ანალიზი;
  • ფინანსური მოდელირება (Advanced Excel);
  • ფინანსური ანგარიშგების და IFRS-ის ცოდნა;
  • საინვესტიციო მემოების და კომიტეტებისთვის პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • სტრატეგიული ხედვა და ბიზნესზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ლიდერობა-გუნდის მართვა, მოტივაცია, უკუკავშირის მიცემა და განვითარების მხარდაჭერა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.