ENG

მიკრო სესხების საკრედიტო რისკების ანალიზის ჯგუფის უფროსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

27 თებერვალი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას მიკრო სესხების საკრედიტო რისკების ანალიზის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, მიკრო და მცირე სესხების საკრედიტო რისკების ანალიზის დეპარტამენტი

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

  • საკრედიტო რისკების ჯგუფის დაკომპლექტება და ეფექტური მართვა;
  • შემოსული საკრედიტო განაცხადების დროული განხილვის უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო რისკების მენეჯერების მუშაობის ხარისხისა და ეფექტურობის მონიტორინგი;
  • საკრედიტო პორთფელში არსებული სესხების მონიტორინგი;
  • დამტკიცებული და ვადაგადაცილებული სესხების მონიტორინგი;
  • საკრედიტო რისკების შეფასების პროცესების ეფექტურობისა და ხარისხის მონიტორინგი. მისი გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • დაკრედიტებასთან დაკავშირებული, მათ შორის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების შექმა/ცვლილებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ტექნიკური, ეკონომიკური/საბანკო-საფინანსო მიმართულებით);
  • მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო,  დაკრედიტების ან/და საკრედიტო რისკების მიმართულებით (მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • Microsoft საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ვერბალური კომუნიკაციისა და გამართულად წერის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2026 წლის 27 თებერვლის  ჩათვლით

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.