ENG

ოქროს სალომბარდო სესხების რეგიონალური ექსპერტ-კონტროლიორი -აჭარა

ადგილმდებარეობა

აჭარა

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

12 მარტი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას აჭარის რეგიონში, ოქროს სალომბარდო სესხების რეგიონალური ექსპერტ-კონტროლიორის  პოზიციაზე.

ადგილმდებაორეობა - ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის მიერ უზუნველყოფაში მიღებული ძვირფასეულობის შეფასების სიზუსტის გადამოწმება;
  • სინჯთა უზუსტობის, სიყალბის და სხვა შეუსაბამობის გამოვლენა;
  • გადამოწმების პროცესში დაფიქსირებული შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისი აქტის  შექმნა და ინფორმირება შესაბამისი მიმართულებით;
  • სამუშაო პროცესის რეპორტინგის წარმოება;
  • ფილილაებში ვიზიტების განხორციელება ძვირფასი ნივთების გადამოწმების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი;
  • აუცილებელია ძვირფასი ლითონების და მათი სინჯების ცნობა (სასურველია ძვირფასი თვლების ცნობაც).
  • საფინანსო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

საყურადღებოა: აუცილებელია კანდიდატს გააჩნდეს მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანა, რადგან ფილიალებში ვიზიტების განხორცილება თანამშრომელს მოუწევს საკუთარი ავტომობილით  (ბანკის მხრიდან საწვავის ხარჯის ანაზღაურებით).

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Talent@libertybank.ge  2026 წლის 12 მარტის ჩათვლით. 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემირომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისასრაც მოიცავსმაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვისასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნითბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადკანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამიწლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდარომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადილიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველადთუ თქვენ წინააღმდეგი ხართთქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავებაშეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთრომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნითთქვენ ადასტურებთრომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართთქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდესშენახულ იქნასგადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმითყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილებაროგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.