ENG

ეკონომისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

19 ივნისი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ეკონომისტის პოზიციაზე;

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტი;

ძირითადი მოვალეობები:

მაკროეკონომიკური ანალიზის, ბაზრისა და სექტორული კვლევების მომზადება, რაც მოიცავს:

  • მონაცემთა დამოუკიდებლად მოძიებას, ორგანიზებას, დამუშავებას, ანალიზსა და ძირითადი მიგნებების ფორმირებას;
  • საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირებისათვის ეკონომეტრიკული მოდელების შექმნას, განვითარებასა და ყოველთვიურ განახლებას;
  • ქვეყნის და საერთაშორისო ეკონომიკური ინდიკატორების მონიტორინგსა და ანალიზს;
  • მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შეფასებასა და მათი გავლენის ანალიზს სხვადასხვა სექტორზე;
  • ქვეყნის საბანკო სექტორში მიმდინარე რიცხვობრივი და სტრატეგიული ტენდენციების კვლევას;
  • მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მონაცემების ინტეგრირებას, Data Warehouse-ის განვითარებასა და ყოველთვიურ განახლებაში მონაწილეობას;
  • სექტორული კვლევების დაგეგმვას, მონაცემთა მოძიებას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას;
  • რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადებასა და მენეჯმენტთან წარდგენას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ეკონომეტრიკული მოდელირებისა და პროგნოზირების გამოცდილება შესაბამის პროგრამებში (Python, R, Stata ან EViews);
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.