ENG

გრაფიკული დიზაინერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

10 ივლისი, 2019

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

 

ძირითადი მოვალეობები:
 

  • მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
  • შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
  • ილუსტრაციების შექმნა ხელით ან პროგრამების გამოყენებით;
  • GIF-ების მომზადება;
  • ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება სოციალური ქსელისთვის;
  • ფოტოების დამუშავება;
  • ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
  • ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
  • დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება - სასურველია დიზაინის მიმართულებით;
  • მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მაგალითად InDesign, Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
  • სასურველია Adobe Premiere, After Effects, Adobe Animate, 3DS Max, Corel Draw პროგრამების ცოდნა.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

 

 

მნიშვნელოვანია: თქვენს მიერ შექმნილმა დიზაინმა მიიქციოს ყურადღება და მოახდინოს სწორი კომუნიკაცია. ამისათვის საჭიროა, რომ იყოთ კრეატიული და შეგეძლოთ მოცემული დავალების გრაფიკულ დიზაინში გარდაქმნა.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემშეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.