ENG

Onoff.ge-ის გაყიდვების ადმინისტრატორი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

23 ივლისი, 2019

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას Onoff.ge-ის გაყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

 

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

 

  • სატელეფონო რეჟიმში შემოსული განაცხადებების მართვა;
  • მერჩანტთან და კლიენტთან სატელეფონო კონსულტაცია;
  • მერჩანტების მხარდაჭერა გადახდების მართვის ნაწილში;
  • სხვადასხვა პროგრამებში მუშაობა;
  • რეპორტის მართვა და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • მომსახურების სფეროში მუშაობის  2 წელზე მეტი  გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება  ტექნიკის მაღაზიაში გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური  და რუსული ენის ცოდნა მომხმარებელის დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნ.

 

უნარები:

 

  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • სისხარტე და გადაწყვეტილების დამოუკიდებელი მიღების  უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.

 

 

პირობები:

 

  • ანაზღაურება 600 ლარი (ხელზე ასაღები გამოსაცდელი ვადის პერიოდში);
  • ინდივიდუალური გრაფიკი (არაუმეტეს 40 სთ-ის კვირაში).

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით.მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.