ENG

მოლარე - იმერეთი

ადგილმდებარეობა

იმერეთი

სამუშაო საათები

6 დღიანი სამუშაო დღე

ბოლო ვადა

20 სექტემბერი, 2022

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას იმერეთის რეგიონში  მოლარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა- ქუთაისი, წყალტუბო , ვანი, ცაგერი, ლენტეხი, ხარაგაული, სამტრედია, ხონი, საჩხერე, ჭიათურა, ამბორლაური, ზესტაფონო. ონი , ბაღდადი.

 

შესარჩევი ეტაპი:

  • კანდიდატების ონლაინ ტესტირება-გასაუბრება;
  • მოკლევადიანი თეორიული და პრაქტიკული ონლაინ  სწავლება (პრაქტიკა ქალაქისა/რეგიონის ჭრილში).

 

ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემდგომ, თქვენ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი!დასაქმდებით ჩვენს ფილიალებსა  და მის დაქვემდებარებულ სერვი-ცენტრებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია საბანკო საქმის ან ფინანსების მიმართულებით); პროფესიული განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთ ითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.