ENG

UI/UX დიზაინერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

30 მაისი, 2020

აღწერა

 

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას  UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა- თბილისი, სათაო ოფისი.

 

UI/UX დიზაინერის მოვალეობაში შედის, მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით, გრაფიკული ელემენტებისა და ნავიგაციის კომპონენტების შექმნა. იმისათვის, რომ წარმატებით გაუკმლავდე ამ მოვალეობას, საჭიროა დიზაინის  პროგრამების და ხელსაწყობის კარგად ფლობა.   თუკი პროფესიონალური დიზაინერული პროექტების პორტფოლიოც გაქვს, სადაც ვებ და მობილური აპლიკაციების ნამუშევრებია, სიამოვნებით გაგიცნობთ.

თქვენ უნდა შექმნათ ფუნქციონალური და მიმზიდველი დიზაინი, რომელიც პასუხობს ჩვენი კლიეტების საჭიროებებს და დაგვეხმარება მათი რაოდენობის გაზრდაში.

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პროდუქტის მენეჯერებთან და დეველოპერებთან ერთად, მომხმარებლების  მოთხოვნების შეგროვება და შეფასება;
  • დიზაინერული იდეების ილუსტრირება სცენარების და პროცესების გამოყენებით;
  • ინტერფეისის ელემენტების გრაფიკული დიზაინის შექმნა, როგორებიცაა მენიუები, ტაბები, ვიჯეტები;
  • გვერდის ნავიგაციის ღილაკების და საძიებო ველების დიზაინის შექმნა;
  • UI მოქაფების და პროტოტიპების შექმნა, რომელიც კარგად ასახავს საიტის ფუნქციონალს და იერსახეს;
  • ორიგინალური გრაფიკული დიზიანის შექმნა(მაგალითად, სურათები, ესკიზები, ცხრილები);
  • შიდა ჯგუფებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის მონახაზების მომზადება და წარდგენა;
  • UX პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით, ცვლილებების შეტანა;
  • ფონტების, ფერებისა და სურათების სტანდარტების დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • UI/UX დიზაინერად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დიზაინერული პროექტების პორტფოლიო;
  • მოქაფების შესაქმენლად საჭირო პროგრამების ცოდნა;
  • დიზაინის პროგრამების ცოდნა, როგორიცაა Adobe Illustrator, XD და Photoshop;

 

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის  უნარი;
  • მაღალი პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის  30 მაისის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.