ENG

კორპორატიული რისკების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

5 დღიანი სამუშაო კვირა

ბოლო ვადა

05 აგვისტო, 2020

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას  საკრედიტო რისკების ანალიტიკის განყოფილებაში

კორპორატიული რისკების მენეჯერის  პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა - თბილისი;

 

ფუნციები:

  • ბანკის  საკრედიტო კომიტეტის სტრუქტურისა და უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს საკრედიტო რისკების ანალიტიკის განყოფილებაში შემოსული განაცხადების განხილვა, დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა და გადაწყვეტილების მიღება; 
  • ცალკეული კორპორატიული სესხების და მთლიანი საკრედიტო პორტფელის საკრედიტო რისკების შეფასება და ანალიზი;
  • საკრედიტო პროექტის საკრედიტო რისკების შესახებ დასკვნების მომზადება და საკრედიტო კომიტეტისათვის წარდგენა;
  • საკრედიტო პორტფელში არსებული სესხების დროული და ხარისხიანი მონიტორინგის ზედამხედველობა, ამა თუ იმ აქტიურ სესხზე (ან სხვა საკრედიტო პროდუქტზე) რისკების წარმოშობის დროული ინდენტიფიკაციითა და სამოქმედო გეგმის შემოთავაზებით;
  • ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, კონკრეტული  სექტორების ანალიზი;
  • ყოველთვიურად საკრედიტო პორტფელზე ვადაგადაცილებების და ეროვნულის გაუფასურების რეზერვების მართვა /მოსალოდნელი ცვლილებების გადახედვა; 
  • საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ზედამხედველობის ფარგლებში შემუშავებული სტანდარტებისა და პრინციპების დაცვა და ეროვნულის მიერ მოთხოვნილი ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
  • საკრედიტო პორტფელზე გაუფასურების რეზერვის დადგენა IFRS-ის მიხედვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცონდა;
  • საბანკო სექტორში  მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  •  ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში;
  • სასურველია ფინანსურ/საინვესტიციო ანალიტიკოსად, ფინანსური რისკების მენეჯერად ან ფინანსების კუთხით  მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის და ფინანსური აქტივების შეფასების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Word-ის და MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

 

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრინციპული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის  05 აგვისტოს  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.