ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
თბილისი
სტანდარტული
29 ოქტომბერი, 2026
ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.
ლიბერთი - ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უფროსი საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, სასესხო პროდუქტების დეპარტამენტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საცალო საკრედიტო პროდუქტების მიმართულებით ბიზნესშემოსავლის მქონე მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და შეფასება;
მსესხებლების ბიზნესსაქმიანობის ადგილზე ვიზიტი, საქმიანობის შესწავლა და შესაბამისი ფოტომასალის მომზადება;
ფინანსური დოკუმენტაციის შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
მსესხებლების ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშება და ანალიზი, მათ შორის მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადებისა (Cash Flow) და ბალანსის შეფასება, MSME რისკების მიმართულებასთან შეთანხმებული მეთოდოლოგიის შესაბამისად;
ფინანსური ანალიზის შედეგების მომზადება და სესხის ინიციატორი თანამშრომლებისთვის მიწოდება;
საკრედიტო კომიტეტის განხილვებში მონაწილეობა და ფინანსური მონაცემების რისკების მიმართულებასთან განხილვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ფინანსური ანალიზისა და საბუღალტრო აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ძირითადი კომპეტენციები:
ანალიტიკური აზროვნება – ფინანსური ინფორმაციის გაანალიზებისა და დასკვნების გამოტანის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა – ფინანსური მონაცემების სიზუსტისა და სანდოობის უზრუნველყოფა;
პრობლემის გადაჭრის უნარი – პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიება;
კომუნიკაციის უნარი – ინფორმაციის მკაფიოდ და არგუმენტირებულად გადაცემა;
დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი – სამუშაო პროცესებისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვა.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.