ENG

შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და ბიზნეს პროცესების განყოფილების უფროსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

12 იანვარი, 2021

აღწერა

 

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას  მეთოდოლოგიისა და ბიზნეს პროცესების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  სათაო ოფისი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
  • გეგმის ვადებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • აუდიტის შიდა რეგულაციებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება;
  • საჭიროებისამებრ აუდიტის ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად;
  • ბანკის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • ბანკში დანერგილი კონტროლის სისტემების შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ბანკის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან;
  • აუდიტორული შემოწმებების დაგეგმვაში მონაწილეობა, განხორციელებისას მხარდაჭერა და ვადების კონტროლი;
  • დაქვემდებარებაში არსებული თანამშრომლების მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნებისთვის საბოლოო სახის მიცემა და განხილვა პასუხიმგებელ პირებთან;
  • კონტროლი გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
  • ანაგრიშგება განყოფილების მიერ  გაწეულ სამუშაოებზე და გეგმების შესრულებაზე;
  • განყოფილების თანამშრომლების მართვა, მოვალეობების სწორედ გადანაწლება და კონტროლი;
  • აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი ანგრიშების და რეკომენდაციების წარგენა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ აუდიტის/ ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • აუდიტორულ ან ფინანსურ სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება “Big4”-ში ან საბანკო სფეროში სამუშაო გამოცდილებას);
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა;
  • სასურველია MS Visio, ასევე SQL, PL\SQL  ენების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა.

 

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების  უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის მართვა, ორგანიზებულობა;
  • თვითგანვითარებისკენ  სწრაფვა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ადამიანების მართვის უნარი;
  • მოტივირებულობა.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2021 წლის 12 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.