ENG

რისკების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

02 ნოემბერი, 2020

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი. მიკრო, მცირე და საშუალო (MSME) საცალო დაკრედიტების რისკების ჯგუფი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • MSME დაკრედიტების რისკების ჯგუფში შემოსული განაცხადების ფინანსური უწყისების ანალიზი;
  • რისკების შეფასება, კომიტეტზე წარდგენა და გადაწყვეტილების მიღება დელეგირების ფარგლებში;
  • საკრედიტო პორტფელში არსებული სესხების დროული და ხარისხიანი მონიტორინგის ზედამხედველობა;
  •  ამა თუ იმ აქტიურ სესხზე რისკების წარმოშობის დროული ინდენტიფიკაციითა და სამოქმედო გეგმის შემოთავაზებით;
  • ყოველთვიურად საკრედიტო პორტფელზე ვადაგადაცილებებისა და რეზერვების მართვა;
  • განყოფილებისთვის შიდა ანგარიშგებების მომზადება

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ბანკში მიკრო, მცირე ან საშუალო სეგმენტის მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი (სტაჟირების გარეშე)  მუშაობის გამოცდილება დაკრედიტების მიმართულებით;
  • აგრო მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;    
  •  

აუცილებელი უნარები:                                                                 

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა და სამუშაოს ვადებში შესრულება;
  • მოტივაცია და ენერგიულობა;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
  • ბანკის კორპორაციული ღირებულებების დაცვა.
     

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის 2 ნოემბრის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას  "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.