ENG

Back-End დეველოპერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

15 აპრილი, 2021

აღწერა

ლიბერთიბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას ში Back-End დეველოპერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, IT დეპარტამენტი.

  

                                    

ძირითადი მოვალეობები:

  • უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპლექსური პროგრამების შექმნა, განვითარება, იმპლემენტაცია და მხარდაჭერა (Angular 6+, HTML5, CSS3 და სხვა დაკავშირებული ტექნოლოგიები);
  • ტექნიკური პრობლემების გადაჭრა სისტემის დიზაინის, აპლიკაციების ფუნქციონირების, სისტემის / პროდუქტის სტაბილურობის გარშემო;
  • მაღალი ხარისხის კოდის წერა შესაბამისი კოდირების სტანდარტების გამოყენებით;
  • ეფექტიანი კოლაბორაცია მცირე, ინოვაციურ და შემოქმედებით გუნდთან;
  • ცვლილებების რეგულარული თრექინგი და ჩაწერა  დეველოპმენტის მთელი ციკლის განმავლობაში, წყაროს (source) მართვის საშუალებით;
  • ცოდნის გაზიარება ახალი ტექნოლოგიების შესახებ და ამ ტექნოლოგიების პროექტებში განხორციელების ხელშეწყობა;
  • გუნდის ლიდერთან ერთად მუშაობა მორგებული აპლიკაციების შესაქმნელად და ვებ  გვერდის შესაძლებლობების  განვითარების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  • ვებ – პროექტების შემუშავება, დაპროგრამება, ტესტირება და განვითარება;
  • Solution Design და Code მიმოხილვებში მონაწილეობის მიღება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • 3 + წლიანი გამოცდილება პროგრამულ უზრუნველყოფაში
  • Microsoft ვებ ტექნოლოგიებთან (.Net Core, WebAPI) მუშაობის გამოცდილება
  • ძლიერი C # და .Net დეველოპმენტის უნარები
  • MS SQL და Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • წყაროს კონტროლის პრაქტიკების (source-control practices) გამოცდილება, როგორიცაა Git და TFS და ა.შ.

 

პიროვნული უნარები

  • პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა/ზრუნვა
  • პასუხისმგებლობის უნარი (გაძლიერებული)
  • სწრაფად ათვისების უარი
  • ანალიზის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • დროის მენეჯმენტი და ორგანიზებულობა
  • გუნდურად მუშაობა
  • მიზანდასახულობა
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობა
  • პრეზენტაციის უნარი

 

დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.