ENG

უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

20 ივლისი, 2021

აღწერა

 

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს  ვაკანსიას უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა:  სათაო ოფისი, დირექტორატი, საოპერაციო მიმართულება.

უშუალო ხელმძღვანელი: საოპერაციო დირექტორი.

 

ბიზნეს ამოცანა: ანალიტიკის საფუძველზე საოპერაციო მიმართულების პროცესების ოპტიმიზაცია.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემების ბაზების დამუშავება და ანალიტიკა;
  • მომსახურების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, ბანკში არსებული პროცესების და პროცედურების ანალიტიკის საფუძველზე განსახორცილებელი ცვლილებების ინიცირება;
  • მომსახურე ერთეულებში შესრულებული ტრანზაქციების ანალიტიკა;
  • რიგის მართვის კონტროლი/ანალიტიკა;
  • სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული ინიციატივებისა და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების შესახებ წინადადებების შემუშვება;
  • პროექტებისთვის ცვლილებების მართვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • ბიზნეს პროცესების ცვლილებების მართვის დეტალური და შედეგზე ორიენტირებული გეგმების შემუშავება;
  • ბანკის სტრუქურულ ერთეულებთან, მათ შორის, IT რეპორტინგის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • ანალიტიკური მონაცემების იდენტიფიცირება, სტანდარტიზირება და მუდმივი მონიტორინგი;
  • სხვადასხვა ანალიტიკური მოდელების შექმნაში ჩართულობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;(პოზიციური ცვლილება/როტაციები ჩაითვლება უპირატესობად);
  • MS Windows: Word, Excel; PowePoint; Outlook;
  • საბანკო პროგრამ(ებ)ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა; Power BI –ს კარგი ცოდნა, მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა და გამოცდილება;
  • SQL, Machine Learning -ის PL\SQL, Python; 
  • VBA-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • უცხო ენების-ინგლისური, რუსული (სასურველია) ცოდნა.

 

უნარები-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სხარტი აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2021  წლის 20 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.