ENG

იურისტი კორპორაციული მართვის მიმართულებით

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

15 სექტემბერი, 2021

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული მართვის განყოფილებაში იურისტის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, იურიდიული დეპარტამენტი, კორპორაციული მართვის განყოფილება.

 

 

სამუშაოს აღწერა:

  • ზოგადი საზედამხედველო გარემოს, მათ შორის კანონპროექტების, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული რეგულაციების პროექტებისა და სხვადასხვა პორტალებითა და სხვა საშუალებებით ხელმისაწვდომი სამართლებრივი აქტების მუდმივი მონიტორინგი;
  • საკანონმდებლო და საზედამხედველო ცვლილებების ღრმა და დეტალური ანალიზი, აღნიშნული ცვლილებების შედეგად გამოწვეული შესაძლო გავლენის შეფასება და ბანკის მიერ განსახორციელებელი შესაბამისი სავალდებულო ქმედებების იდენტიფიცირება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის საკანონმდებლო სიახლეების შესახებ პერიოდული კომუნიკაციების მომზადება;
  • საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოძიება, ევროკავშირის დირექტივების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ანგარიშების, საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, დეტალური ანალიზი და შესაბამისი შედარებითი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
  • კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკების და სხვა დოკუმენტების შემუშავება, მათი პერიოდული გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოქმედი საკანონმდებლო და საზედამხედველო მოთხოვნებისა და ჯანსაღი კორპორაციული მართვის პრინციპების გათვალისწინებით;
  • კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით ბანკის მიერ განსახორციელებელი სავალდებულო ქმედებების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა და კორპორაციული მართვის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების წარდგენა;
  • ბანკის მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტებისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ. 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამართლისმცოდნეობის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;
  • კანონპროექტებსა და შიდა ორგანიზაციულ დოკუმენტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საბანკო, სამეწარმეო, ფასიანი ქაღალდების ბაზრის, კორპორაციული მართვის სტანდარტების მარეგულირებელი  კანონმდებლობის ცოდნა.

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ბანკის მიზნებზე ორიენტაცია, მოტივირებულობა და ენერგიულობა;
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევისა და შედარებითი ანალიზის მაღალ დონეზე შესრულების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, პრეზენტაბელურობა;
  • ინგლისური ენის როგორც წერითი, ისე მეტყველებითი ნაწილების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სტრესულ გარემოში და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობის უნარი, ვადების მკაცრი კონტროლისა და დაცვის უნარი;
  • კომუნიკაციის გამოკვეთილი უნარები და გუნდური მუშაობის პრინციპებისადმი ლოიალურობა.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მხოლოდ ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021 წლის  15 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის და შესაბამისი განყოფილების დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, ასევე აუცილებლად დაურთოთ სამოტივაციო წერილიც, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.