ENG

უმცროსი ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

11 დეკემბერი, 2025

აღწერა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

კორპორატიული სესხების ანალიზის განყოფილება  აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობასათაო ოფისი,კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების დაკრედიტების მიზნით კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შესწავლა, ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, კლიენტის კრედიტუნარიანობის განსაზღვრა;
  • კლიენტის მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, დაკრედიტების ოპტიმალური სტრუქტურის შეთავაზება;
  • პროექტის მემოს/პრეზენტაციის მომზადება დადგენილ ვადებში, საკრედიტო რისკებთან პროექტის განხილვა და საკრედიტო კომიტეტზე პროექტის წარდგენა;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების რეგულირება, საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გაცემის წინაპირობების შესაბამისობაში მოყვანა და გაცემის შემდგომ დამატებით შესასრულებელი პირობების შესრულების მონიტორინგი;
  • მართვაში არსებული საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი - სესხების ვადიანობების კონტროლი, ვადაგადაცილებების მართვა,site visit-ები ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება 1-2 წლიანი ფინანსურ სექტორში (სასურველია აუდიტის, კორპორატიული ბანკინგის ან ფინანსური მიმართულებით);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Excel და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ისამართზეcareer@libertybank.ge  2025 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანიაგთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  პოზიციის დასახელებრომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომშიკანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.კორპორატიული სესხების ანალიზის განყოფილება